პრემიერის გზავნილი

საქართველოს ევროპულ პერსპექტივაზე კიდევ ერთხელ ისაუბრა პრემიერ-მინისტრმა.

„ერთ-ერთი გამოკვეთილი არგუმენტი ჩვენი ქვეყნის, რის გამოც ჩვენ უფრო მეტს ვიმსახურებდით, იყო ჩვენს მიერ გაღებული სისხლი და ომი. ასეთი მოქცევა არ შეიძლებოდა და იყო უსამართლო. ჩვენ სამჯერ ვიომეთ რუსეთის ჯარის წინააღმდეგ. მას შემდეგ, რაც ქვეყანამ აღიდგინა დამოუკიდებლობა“, – განაცხდა ირაკლი ღარიბაშვილმა დაჭრილ და დაშავებულ ჯარისკაცებთან შეხვედრაზე. „ქედს ვიხრი თქვენს წინაშე, გავაკეთებ მაქსიმუმს, იმისთვის, რომ უფრო მეტად დაფასებული იყოს ჩვენი ჯარი, რომ გავაძლიეროთ ჩვენი ქვეყანა“, – აღნიშნა საუბრისას მთავრობის მეთაურმა.