პროექტები, რომლებმაც საქართველო ევროკავშირთან უფრო მეტად უნდა დააკავშიროს.
ბრიუსელში ირაკლი ღარიბაშვილს მოუსმინეს. ევროკომისიის ფორუმზე საქართველოს პრემიერ-მინისტრი ერთ-ერთი მთავარი მომხსენებლის სტატუსით არის წარმოდგენილი. გამოსვლის დროს აქცენტი შუა დერეფნის, ანუ ევროპა-აზიის დამაკავშირებელი ახალი უსაფრთხო მარშრუტის მომავალზე გაკეთდა, რომელიც ჩვენი ქვეყნის სატრანზიტო პოტენციალს კიდევ უფრო მეტად გაზრდის. უკრაინის წინააღმდეგ მიმდინარე ომის და ევროკავშირის მხრიდან ენერგომომარაგების ალტერნატიული გზების ძიების ფონზე შუა დერეფანი სასიცოცხლო მნიშვნელობას იძენს. სწორედ სატრანსპორტო გადაზიდვების და ენერგორესურსების მიწოდების კუთხით ევროპასთან მეტ დაკავშირებადობას ეძღვნება „გლობალური კარიბჭის“ ფორუმი, რომელზეც ევროკომისიის პრეზიდენტმა საქართველოს მონაწილეობით დაგეგმილი სტრატეგიული მნიშვნელობის პროექტიც ახსენა. იგულისხმება შავი ზღვის წყალქვეშა კაბელი, რომელიც ჩვენი ქვეყნის გავლით ევროპის ქვეყნების ელექტრომომარაგებას გულისხმობს.
სალომე ქოქიაშვილი აშუქებს ბრიუსელში მიმდინარე ფორუმს.