ამერიკის შეერთებული შტატებისთვის საქართველო კვლავაც მნიშვნელოვანი პარტნიორია, – ასე გამოეხმაურა საქართველოს პრემიერი სენატში საქართველოსთან დაკავშირებულ მოსმენას.
ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, მოსმენამ წერტილი დაუსვა ოპოზიციის სპეკულაციებს. პრემიერი აცხადებს, რომ მმართველი პარტია მზად არის გაატაროს საარჩევნო თუ მართლმსაჯულების რეფორმა.