არანაირი კონტაქტი „ნაციონალურ მოძრაობასთან“ და ნული რეაქცია, – ასეთი განცხადება გააკეთა გიორგი კვირიკაშვილისა და ნიკა მელიას გუშინდელ დაპირისპირებაზე შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ.
საზოგადოებისთვის ბოდიშის მოხდის შემდეგ, ინციდენტზე პრემიერს კომენტარი აღარ გაუკეთებია.
„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი კი დღეს აცხადებს, რომ მმართველი გუნდისთვის კრიტიკა მიუღებელი აღმოჩნდა.