ის რაც უკრაინაში ხდება, აბსოლუტურად მიუღებელია. გამოვხატავ სოლიდარობასა და მხარდაჭერას პოლიტიკურ დონეზე, – აცხადებს საქართველოს პრემიერი. მთავრობის სხდომაზე მან იმ ნაბიჯებზე ისაუბრა, რომელსაც უკრაინის დასახმარებლად დგამს ქვეყანა.
„100 ტონა ჰუმანიტარული ტვირთი ჩავიდა პოლონეთში, რომელიც მიეწოდა უკრაინულ მხარეს. რა თქმა უნდა, ეს ჰუმანიტარული ტვირთი არის დახმარება ჩვენი უკრაინელი დებისა და ძმებისთვის. უკრაინის მოქალაქეები, რომლებიც იმყოფებიან საქართველოში და ვერ დაბრუნდნენ უკრაინაში, მათაც მიეწოდებათ ყველა სერვისი და ყველა მომსახურება თბილისში უფასოდ“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.