საქართველო უკრაინის წინააღმდეგ სანქციებს არ შეუერთდება. ასეთია ქვეყნის პრემიერის მთავარი გზავნილი.
მთავრობის მეთაური უკრაინის წინააღმდეგ ომის დაწყების შემდეგ საერთაშორისო საზოგადოებას ქმედითი ზომებისკენ მოუწოდებს და ჰუმანიტარული დახმარებისთვის მზაობას აცხადებს, თუმცა მის დღევანდელ გამოსვლაში რამდენჯერმე იყო ხაზგასმული და აქცენტირებული ქვეყნის ეროვნულ ინტერესებზე გათვლილი ფრთხილი და პრაგმატული პოლიტიკის აუცილებლობა.
პრემიერ-მინისტრის გზავნილებს საკმაოდ კრიტიკული რეაქციები მოჰყვა. ოპოზიცია ხელისუფლების პოზიციას „დუმილად“ და „დამალვად“ აფასებს.
როგორი პოზიცია უნდა ჰქონდეს საქართველოს შექმნილ უმძიმეს სიტუაციაში – საკითხი ქართულ პოლიტიკურ სპექტრში მწვავე უთანხმოების თემა ხდება.