კარგად გვესმის, რომ ოპოზიციისთვის მორიგი მარცხი ძალიან მძიმე იყო, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, ყველა პროვოკაციას, რომელიც ოპოზიციის მხრიდან იქნება მომზადებული, შესაბამისი პასუხი გაეცემა. მისი თქმით, ყველას აქვს შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლება, თუმცა თუ ეს კანონის ფარგლებს გასცდება, სახელმწიფო უკომპრომისო იქნება.