საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გაერო-ს კლიმატური ცვლილებების კონფერენციის ფარგლებში ლიდერთა სამიტში მიიღო მონაწილეობა და მსოფლიოს პირველ პირებს სიტყვით მიმართა.
ეგვიპტეში მიმდინარე ღონისძიებას 120 ქვეყნის ლიდერი ესწრება. როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, კლიმატის ცვლილება გამოწვევად იქცა და სახელმწიფოთა ლიდერები პასუხისმგებელი არიან კაცობრიობისა და მომავალი თაობების წინაშე გამოსავლის პოვნაზე. ამასთან, მისივე თქმით, საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე სუფთა ენერგოსისტემა გააჩნია და მისი 85 % განახლებად წყაროებზე მოდის. ღარიბაშვილის განცხადებით, ამ წილის შემდგომი ზრდა საქართველოს სტრატეგიული პრიორიტეტია.