გაერო-ს გენერალური ასამბლეის 76-ე სესიაზე საქართველოს პრემიერის სიტყვით გამოსვლამდე რამდენიმე საათი რჩება. რა მოლოდინი აქვს პოლიტიკურ სპექტრს თბილისში. ცნობილია, რომ ირაკლი ღარიბაშვილი აქცენტს იმ გამოწვევებზე გააკეთებს, რომელიც რეგიონში უსაფრთხოების კუთხითაა შექმნილი. ყურადღება დაეთმობა ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მძიმე ვითარებას. მთავრობის მეთაური პანდემიასთან დაკავშირებითაც ისაუბრებს.