პრემიერ-მინისტრის წლიურ ანგარიშს პოლიტიკურ სპექტრში აფასებენ. საგარეო კურსი, ეკონომიკური საკითხები, ქვეყნის შიდა პოლიტიკა და მოახლოებული საპარლამენტო არჩევნები, – მთავრობის მეთაურმა ძირითადად ამ საკითხებზე გაამახვილა ყურადღება.
პრემიერის მოხსენებას ოპოზიციის დიდი ნაწილი არ ესწრებოდა. კობახიძის გუშინდელი გამოსვლით საკანონმდებლო ორგანოში საგაზაფხულო სესია დაიხურა, თუმცა გარკვეულ საკითხებთან დაკავშირებით, რიგგარეშე სხდომები უკვე ივლისის თვეში ჩაინიშნება.