საქართველოს პრემიერ-მინისტრი პარლამენტს მიმდინარე კვირაში ორჯერ ეწვევა.
გიორგი გახარიას საკანონმდებლო ორგანოში ხვალ ელოდებიან. პრემიერი მთავრობის მიერ გაწეული 2-თვიანი საქმიანობის ანგარიშს წარადგენს. მისი გამოსვლის შემდეგ კი, დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტში დახურული შეხვედრა გაიმართება, რომელზეც ეკონომიკურ საკითხებზე სასაუბროდ ეკონომიკის მინისტრსა და ფრაქციებიდან თითო წარმომადგენელს მიიწვევენ პოლიტიკური ბოიკოტის მიუხედავად, სესიას დაესწრებიან ოპოზიციური ფრაქციები „ნაციონალური მოძრაობა“ და „ევროპული საქართველო“. 29 მაისს კი გიორგი გახარია პარლამენტში ინტერპელაციის წესით მივა. ამასთანავე, როგორც ცნობილია, მთავრობის მეთაური პარლამენტს ივნისის დასაწყისშიც ესტუმრება და ყოველწლიურ ანგარიშს წარადგენს.