დღეს პრემიერ-მინისტრი ზუგდიდში, ენგურის ხიდთან, შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ბაზაზე იმყოფებოდა. მთავრობის მეთაური პოლიციელებს, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლებსა და სამედიცინო პერსონალს ესაუბრა. გიორგი გახარია ბაზაზე მთავრობის წევრებთან და რეგიონის გუბერნატორთან ერთად იმყოფებოდა.