პრემიერ-მინისტრი და „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ქარელში მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატს, საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელს და მხარდამჭერებს შეხვდნენ.
ირაკლი ღარიბაშვილმა ამომრჩეველს ქარელის მუნიციპალიტეტში მერობის კანდიდატის, ზაზა გულიაშვილის მხარდაჭერისკენ მოუწოდა. ასევე პრემიერმა მიმართა მოსახლეობას და მათ 27 ოქტომბერს თავისუფლების მოედანზე შეკრებისკენ მოუწოდა. ქარელის შემდეგ დღეს შეხვედრა ხაშურშიც გაიმართება. ამით „ქართული ოცნება“ დაასრულებს წინასაარჩევნო შეხვედრებს იმ მუნიციპალიტეტებში, სადაც 30 ოქტომბერს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური გაიმართება.