პრემიერი - საქართველო ტურისტებისთვის ყველაზე უსაფრთხო ადგილია

ჩვენ შევძელით, რომ საქართველოში ტურიზმი გახდა ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი სექტორი, სადაც მოქალაქეების ძალიან დიდი ნაწილია დასაქმებული, – ასე უპასუხა პრემიერ-მინისტრმა „მოამბის“ წამყვანის კითხვას რუსეთის პრეზიდენტის მიერ გამოცემულ ბრძანებასთან დაკავშირებით.

როგორც მამუკა ბახტაძემ განაცხადა, ავიამიმოსვლის შეჩერების ოფიციალურ მიზეზად უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საკითხები დასახელდა, თუმცა საქართველო ტურისტებისთვის ევროპაში ყველაზე უსაფრთხო ადგილია.