პრემიერი: სახელმწიფო მაქსიმუმს აკეთებს საფრთხეების თავიდან ასაცილებლად
ტერორიზმი როგორც მსოფლიოს გამოწვევა, – ეს არის კიდევ ერთი საკითხი, რაზეც პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომის დაწყებამდე ისაუბრა.
გიორგი კვირიკაშვილის თქმით, სახელმწიფო მაქსიმუმს აკეთებს საფრთხეების თავიდან აცილების მიზნით. პრემიერ-მინისტრმა ისაუბრა ბოლო პერიოდში ქვეყნის მასშტაბით ჩატარებულ რამდენიმე სპეცოპერაციასთან დაკავშირებითაც, რაც მისი თქმით, სწორედ ტერორისტული საფრთხეების თავიდან აცილებას ემსახურებოდა. მთავრობის მეთაურის განცხადებით, გამოძიების დასრულებამდე წინასწარი შეფასებები აზიანებს სახელმწიფოს ინტერესებს.