კლიმატის ცვლილებების რიგით 28-ე სამიტი გრძელდება. გაერო-ს ტრიბუნა რამდენიმე ათეული ქვეყნის ლიდერმა უკვე დაიკავა. მათ კლიმატის ცვლილებებთან გამკლავების გზებზე ისაუბრეს და კიდევ ერთხელ აღნიშნეს, რომ ახლა მოქმედების დროა. კონფერენციის ფარგლებში, მონაწილე ქვეყნები წიაღისეულ საწვავზე დამოკიდებულების შემცირების საკითხსაც განიხილავენ, რის გარშემოც აზრთა სხვადასხვაობაა.
სამიტს, რომელშიც 160 ქვეყანა მონაწილეობს, სალომე ქოქიაშვილი აშუქებს და ის ახლა დუბაიდან პირდაპირ ეთერში შემოგვიერთდება.