საქართველოს პრემიერ-მინისტრი გაერო-ს კლიმატის ცვლილებების სამიტის მონაწილეებს დღეს სიტყვით მიმართავს. რა საკითხებზე გაამახვილებს ირაკლი ღარიბაშვილი ყურადღებას, სულ ცოტა ხანში გახდება ცნობილი. მანამდე კი ჩვენი ქვეყნის ლიდერი ევროპული საბჭოს პრეზიდენტს შეხვდა. კანდიდატის სტატუსზე საბოლოო გადაწყვეტილებამდე ორი კვირით ადრე, ღარიბაშვილმა შარლ მიშელისგან მხარდაჭერა კიდევ ერთხელ მიიღო. სამიტის მასპინძელი ქვეყანა დუბაია და მას ჩვენი გადამღები ჯგუფი აშუქებს.
სალომე ქოქიაშვილი ჩაგვერთვება ახლა დეტალებით პირდაპირ ეთერში.