ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღების შემდეგ საქართველოს პირველი პოზიციონირება საერთაშორისო პლატფორმაზე.
დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე ირაკლი ღარიბაშვილს მოუსმინეს. შვეიცარიის საკურორტო ქალაქში შეკრებილი მსოფლიო ლიდერები და ცნობილი საფინანსო კომპანიების ხელმძღვანელები გლობალური გამოწვევების დაძლევის გზებზე ერთად მსჯელობენ. რუსეთიდან მომდინარე საფრთხეები, ტერიტორიების ოკუპაცია, კანდიდატის სტატუსის მინიჭებით გახსნილი შესაძლებლობები – ეს თემები საქართველოს პრემიერ-მინისტრის გამოსვლების მთავარი მიმართულებები იყო. განსაკუთრებული აქცენტი აბრეშუმის გზის მომავალზე გაკეთდა. ენერგორესურსების და სატვირთო გადაზიდვების ალტერნატიულ მარშრუტში საქართველოს საკვანძო სატრანზიტო ფუნქციის ხაზგასმა მოხდა. პრემიერმა ღარიბაშვილმა ევროპა-აზიის დამაკავშირებელი მარშრუტით დაინტერესებულ ქვეყნებს ის პროექტები გააცნო, რომლებსაც საქართველო აბრეშუმის გზის გასავითარებლად გეგმავს. ალტერნატიული მარშრუტის მიმართ გაზრდილი ინტერესი სხვა ქვეყნების ლიდერთა განცხადებებმაც დაადასტურა.
სალომე ქოქიაშვილი აშუქებს დავოსოს ფორუმზე მიმდინარე დისკუსიებს და შეხვედრებს.