რა უნდა გააკეთოს საქართველომ ეკონომიკური ზრდის დასაჩქარებლად? ეს ერთ-ერთი კითხვაა, რომელსაც დღეს საერთაშორისო სავალუტო ფონდის ხელმძღვანელმა თბილისში უპასუხა.
კრისტინ ლაგარდი საქართველოს პირველად სტუმრობს. იგი აცხადებს, რომ ქვეყანა წარმატებულად ვითარდება და მნიშვნელოვან რეფორმებს ახორციელებს.
ცოტა ხნის წინ მთავრობის ადმინისტრაციაში დასრულდა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ერთად ლაგარდის ერთობლივი პრესკონფერენცია.