საქართველოს პრემიერ-მინისტრი სოფელ გუგუტიანთკარში მცხოვრებ გოჩა მარღიშვილის ოჯახს ესტუმრა. მარღიშვილმა მამუკა ბახტაძეს ტელევიზიის საშუალებით რამდენიმე დღის წინ მიმართა და შეხვედრა სთხოვა. შეხვედრისას პრემიერს საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მდებარე სოფლის საჭიროებებზე ესაუბრა.
მამუკა ბახტაძემ ყურადღება გაამახვილა რეგიონში მიმდინარე პროექტებზე და განმარტა, რომ ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების ტემპი კიდევ უფრო დაჩქარდება. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ადგილობრივი ახალგაზრდების თხოვნით გუგუტიანთკარში ახალგაზრდებისთვის სპორტული ინფრასტრუქტურა მოეწყობა.
პრემიერ-მინისტრმა ადგილობრივებთან საუბრის დროს ხაზი გაუსვა, რომ სოფელში შემოსავლის წყაროს გაჩენა მოსახლეობისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.
გუგუტიანთკარში შეხვედრას მთავრობის მეთაურთან ერთად, არჩილ თალაკვაძე და ქეთევან ციხელაშვილი ესწრებოდნენ.