პრემიერი გორში

გორში, დევნილთა დასახლებაში მცხოვრებ მოქალაქეებს, საქართველოს პრემიერ-მინისტრი შეხვდა.

მამუკა ბახტაძემ 2008 წლის აგვისტოს ომსა და რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციეზე ილაპარაკა. იძულებით გადაადგილებულ პირებთან საუბარი შეეხო ვეტერანთა მხარდაჭერის მნიშვნელობას. ასევე მთავრობის მეთაურმა დევნილებს ინფორმაცია ახალი ბინების მშენებლობის შესახებ მიაწოდა და აღნიშნა, რომ პროცესი დაჩქარებული ტემპებით გაგრძელდება.

გორში, ანწუხელიძის ქუჩაზე მდებარე დევნილთა დასახლებაში, 480 დევნილი ოჯახი ცხოვრობს. პრემიერის ინფომაციით, მიმდინარე და მომავალ წელს, დევნილებს 2000-ზე მეტი ბინა გადაეცემათ.