საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მსოფლიო ლიდერებთან ერთად, ღია მმართველობის პარტნიორობის მაღალი დონის გლობალურ სამიტში მიიღო მონაწილეობა. შეხვედრის მონაწილეებს მიმართეს „ოჯიპის“ მმართველი კომიტეტის წევრებმა და სხვა ლიდერებმა, მათ შორის აშშ-ის პრეზიდენტმა, კანადის პრემიერ-მინისტრმა, საფრანგეთის პრეზიდენტმა, სამხრეთ კორეის პრეზიდენტმა ასევე, ესტონეთის, უკრაინის, მაროკოსა და ეკვადორის პირველმა პირებმა. საქართველოს მთავრობის მეთაურმა სიტყვით გამოსვლისას ყურადღება გაამახვილა ბოლო ათწლეულის განმავლობაში ღია მმართველობისა და დემოკრატიის ძირითად მიღწევებზე და ხაზი გაუსვა პარტნიორობის პრინციპებისადმი საქართველოს ურყევ ერთგულებას, ასევე დემოკრატიული განვითარების გზაზე ბოლო პერიოდში ქვეყნის მიერ მიღწეულ წარმატებებს საჯარო სერვისებისა და ინოვაციური პლატფორმების განვითარების, სახელმწიფოს საქმიანობის გამჭვირვალობის, კორუფციასთან ბრძოლისა და ღია მმართველობის დამკვიდრების კუთხით.