პრემიერი გაერო-ს კლიმატის ცვლილების 29-ე კონფერენციაზე

გლობალური დათბობის შენარჩუნება გარკვეულ მაჩვენებელზე და ექვს წელიწადში სათბური აირების ემისიის განახევრება – ასეთია გეგმა, რომლითაც საქართველო კლიმატის ცვლილებებით გამოწვეული ზიანის შემცირებას ცდილობს.

ეროვნული სტრატეგიით გათვალისწინებული ზომები ქვეყნის პრემიერმა ბაქოში შეკრებილ მსოფლიოს ასამდე ლიდერს გააცნო. აზერბაიჯანის დედაქალაქში გაერო-ს კლიმატის ცვლილებების სამიტს უმასპინძლეს. კლიმატის ცვლილების, როგორც თანამედროვეობის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევის დასაძლევად არსებობს პარიზის გლობალური შეთანხმება, რომლის ნაწილიც საქართველოც არის. ამ შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების პირობა ქართულმა დელეგაციამ კიდევ ერთხელ დადო. განსაკუთრებული აქცენტი კლიმატის ცვლილებით მოსალოდნელ საფრთხეებთან საბრძოლველად საჭირო დაფინანსებაზე გაკეთდა. განვითარებადი ქვეყნების დახმარება სამიტის დღის წესრიგის ერთ-ერთი მთავარი თემა იყო.

რა გზავნილებით დაბრუნდა ქართული დელეგაცია ბაქოდან – ანა ბროლაძე აშუქებდა სამიტს.