საქართველოს მთავრობა მოწოდებულია, შეასრულოს ეროვნული ვალდებულებები პარიზის შეთანხმების განხორციელებისკენ კონკრეტული ნაბიჯების გადადგმით, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გაერო-ს კლიმატის ცვლილებების 29-ე კონფერენციის ფარგლებში გამართულ ლიდერების სამიტზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, „ამ მიზნით, საქართველო მზადაა, 2025 წლისთვის წარადგინოს ახალი, მესამე თაობის ეროვნული სამოქმედო გეგმა.