საქართველოს პრემიერი შარმ ელ შეიხშია და 28-წლიანი ისტორიის მქონე კონფერენციაში მონაწილეობს.
ეგვიპტის არაბთა რეპუბლიკაში გაერო-ს კლიმატის ცვლილების სამიტი გაიხსნა, რომელსაც 120-ზე მეტი ქვეყნის ლიდერები ესწრებიან. რა ზომებს იღებს საქართველო კლიმატური ცვლილებების შედეგად დამდგარი გამოწვევების დასაძლევად – ამ თემაზე ხვალ სამიტის მონაწილეებს ხუთწუთიანი მოხსენებით ირაკლი ღარიბაშვილი მიმართავს. გლობალური კლიმატის შესახებ გაერო-ს წლევანდელ ანგარიშში საკმაოდ მძიმე პროგნოზებზეა საუბარი. საქართველოს პრემიერი სამიტის ფარგლებში დაგეგმილ „მრგვალ მაგიდაშიც“ მიიღებს მონაწილეობას, რომელიც ენერგეტიკის სფეროს და კონკრეტულ საინვესტიციო პროექტებს დაეთმობა.
„მოამბე“ შარმ ელ შეიხშია, – გენო ოსიყმაშვილი დეტალებით.