პრემიერი გაერო-ს კლიმატის ცვლილებების კონფერენციაზე

ბაქოში გაერო-ს კლიმატის ცვლილებების 29-ე კონფერენცია მიმდინარეობს.

საქართველოს პრემიერს გამოსვლა ჰქონდა სამიტის ფარგლებში გამართულ მრგვალი მაგიდის ფორმატის შეხვედრაზე. ირაკლი კობახიძემ ისაუბრა საქართველოს მიერ გადადგმულ ნაბიჯებზე, იმაზე თუ რა პოლიტიკა აქვს ქვეყანას, რომ შეასრულოს თავისი როლი გლობალური დათბობის წინააღმდეგ ბრძოლაში და გაუმკლავდეს არსებულ გამოწვევებს.