პრემიერი გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოვა

გაერო-ში, გენერალური ასამბლეის 76-ე სესიის გენერალური დებატები იხსნება. გახსნითი სესიის მონაწილეებს, სიტყვით მიმართავენ გაერო-ს გენერალური მდივანი, ასამბლეის პრეზიდენტი, შეერთებული შტატების პრეზიდენტი და სხვა ლიდერები. საქართველოს მთავრობის მეთაურის გამოსვლა გენერალური ასამბლეის სესიაზე 24 სექტემბერს არის ჩანიშნული. მანამდე, ირაკლი ღარიბაშვილი ორმხრივ შეხვედრებს გამართავს სხვადასხვა სახელმწიფოს ლიდერთან, ასევე მონაწილეობას მიიღებს 76-ე სესიის პარალელურ ღონისძიებებში. საქართველოს დელეგაციაში, პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით, ვიცე-პრემიერი დავით ზალკალიანი, განათლებისა და მეცნიერების მინისტრი და მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი შედიან.