საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე 25 სექტემბერს გაერო-ს გენერალური ასამბლეის 79-ე სესიაზე სიტყვით გამოვა. მთავრობის მეთაური ამერიკის შეერთებულ შტატებს 22-26 სექტემბერს ეწვევა. ნიუ იორკში ვიზიტის ფარგლებში, ირაკლი კობახიძე მონაწილეობას მიიღებს „მომავლის სამიტში“, რომელიც გერმანიის კანცლერისა და ნამიბიის პრეზიდენტის ორგანიზებით იმართება. დაგეგმილია საქართველოს პრემიერ-მინისტრის შეხვედრა გაერო-ს გენერალურ მდივანთან, ანტონიუ გუტიერეშთან. მთავრობის მეთაური ასევე დაესწრება ოფიციალურ მიღებას, რომელიც ამერიკის პრეზიდენტის და მისი მეუღლის სახელით, გენერალური ასამბლეის მონაწილე დელეგაციათა მეთაურების პატივსაცემად გაიმართება.