საქართველოს პრემიერი დღეს გაერო-ს გენერალური ასამბლეის მონაწილეებს სიტყვით მიმართავს. გაერო-ს მთავარი ტრიბუნიდან ირაკლი ღარიბაშვილი აქცენტს გააკეთებს საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციასა და 12-პუნქტიანი რეკომენდაციების შესრულებაზე, ასევე, ქვეყნის ოკუპირებულ ტერიტორიებსა და რეგიონულ უსაფრთხოებაზე.
პრემიერმა უკვე მიიღო მონაწილეობა მთავრობის მეთაურების ფორმატში გამართულ დისკუსიაში. გენერალური ასამბლეის ფარგლებში შედგა პირისპირ შეხვედრები მსოფლიო ლიდერებთან.
სალომე ქოქიაშვილი აშუქებს გაერო-ს გენერალური ასამბლეის 78-ე სესიას.