47 სახელწიფოს ლიდერი ესპანეთის ქალაქ გრანადაში ევროპული პოლიტიკური გაერთიანების რიგით მესამე სამიტის ფარგლებში შეიკრიბა.
ევროკავშირის წევრი 27 და ევროპის პარტნიორ ოცამდე ქვეყნის წარმომადგენელთან ერთად სამიტში მონაწილეობს საქართველოს მთავრობის მეთაური. ირაკლი ღარიბაშვილი უკვე შეხვდა ევროპელ ლიდერებს, მათ შორის ევროკომისიის პრეზიდენტს და მას საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების მნიშვნელობაზე ესაუბრა. ურსულა ფონ დერ ლაიენი სწორედ იმ უწყების ხელმძღვანელია, რომელმაც ოქტომბრის ბოლომდე რეკომენდაციის შესრულების თაობაზე შეფასების ანგარიში უნდა გამოაქვეყნოს. დღეს გამართული შეხვედრების შესახებ პრემიერმა უკვე ისაუბრა მედიასთან.
„მოამბე“ ესპანეთიდან – სამიტს სალომე ქოქიაშვილი აშუქებს.