საქართველოს დელეგაცია მამუკა ბახტაძის ხელმძღვანელობით ჩინეთში პირველი საერთაშორისო იმპორტის გამოფენას დაესწრო და ვაჭრობისა და ეკონომიკის ფორუმში მიიღო მონაწილეობა.
მამუკა ბახტაძე სხვა ლიდერებთან ერთად ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პრეზიდენტმა პირადად მიიღო, რის შემდეგაც საქართველოს პრემიერ-მინისტრი ფორუმის ფარგლებში აუდიტორიის წინაშე სიტყვით წარდგა.