პრემიერი დღეს ბათუმში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებს გაეცნო. გიორგი გახარია ბათუმის საზღვაო აკადემიასა და მშენებარე სტადიონზე იმყოფებოდა. მთავრობის მეთაური დღესვე ე.წ. მუყაოს ქალაქში მოსახლეობას შეხვდა. პრემიერი მათ საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებას დაპირდა. მისი თქმით, უკვე გამოცხადებულია ტენდერი, გამარჯვებული კომპანიის გამოვლენის შემდეგ კი დაიწყება სამუშაოები, რომელიც 18 თვეში დასრულდება.
მშენებლობის შემდეგ ეტაპზე აშენდება სკოლა, საბავშვო ბაღი და სათამაშო მოედნები. დღეს საზღვაო აკადემიასთან და სტადიონთან გიორგი გახარიას მოძრაობა „ალტერნატივის“ წევრები შეძახილებითა ტრანსფარანტებით დახვდნენ.