პრემიერ-მინისტრი ბათუმის მე-16 საჯარო სკოლის მშენებლობის პროცესს გაეცნო.
სამსართულიანი შენობა 40 საკლასო ოთახს მოიცავს და ორ ცვლაში 2 000 მოსწავლეზეა გათვლილი. პროექტით გათვალისწინებულია ლაბორატორიები, ბიბლიოთეკა, კომპიუტერული ოთახი, სააქტო დარბაზი 300 მაყურებელზე, ღია და დახურული სპორტული მოედნები ტრიბუნებით. შენობა ადაპტირებული იქნება შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის. პროექტს აჭარის განათლების სამინისტრო ახორციელებს. მისი ბიუჯეტი 17 მილიონ 388 ათას ლარზე მეტია.