პრემიერი: 2017 წლის ოქტომბრის თვის ეკონომიკურმა ზრდამ 5.7 % შეადგინა
2017 წლის ოქტომბრის თვის ეკონომიკურმა ზრდამ, წინასწარი მონაცემებით, 5.7 % შეადგინა, ამის შესახებ განცხადება პრემიერმა მთავრობის სხდომაზე გააკეთა. გიორგი კვირიკაშვილის თქმით, ეს არის რეგიონული მასშტაბით საუკეთესო შედეგი. პრემიერმა ასევე აღნიშნა, რომ ყველა საფინანსო ინსტიტუტის პროგნოზით, მომავალ წელს ქვეყანას კიდევ უფრო მაღალი ეკონომიკური ზრდა ელოდება.
ავტორი -
მიშა ფეიქრიშვილი