პრემიერა თელავის თეატრში

თელავის ვაჟა-ფშაველას სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში, ილია ჭავჭავაძის 185 წლისთავთან დაკავშირებით, პრემიერა გაიმართა. ფოთის ვალერიან გუნიას სახელობის პროფესიულმა სახელმწიფო თეატრმა, გორის ქალთა კამერულ გუნდთან ერთად, მაყურებლის წინაშე სპექტაკლი „განდეგილი“ წარადგინა. სპექტაკლი თელავის შემდეგ, საქართველოს სხვა ქალაქებში იქნება წარმოდგენილი, 26 ოქტომბერს კი, რუსთაველის თეატრში აჩვენებენ. პროექტი კულტურის სამინისტროს მიერ დაფინანსდა.