პრემიერა თავისუფალ თეატრში

შალვა დადიანის ცნობილი პიესის სრულიად ახლებური ვერსია. „გუშინდელნი“ – კომედიური სატირა ამჯერად თავისუფალი თეატრის დასის ძველი და ახალი თაობის მიერ იქნება წარმოდგენილი. პოპულარული პიესა, რომელშიც ცნობილმა მწერალმა და დრამატურგმა თავის დროზე მე-20 საუკუნის დასაწყისის საქართველოს სოციალურ-პოლიტიკური მდგომარეობა ასახა, აქტუალობას არც დღევანდელ რეალობაში კარგავს.

სწორედ ამიტომ რეჟისორი ცდილობს საზოგადოებას წარსულში დაშვებული შეცდომები კიდევ ერთხელ შეახსენოს და უცვლელ რეალობაზე დააფიქროს. ორ მოქმედებიან კომედიას თიკო კორძაძე საკუთარი პედაგოგის ხსოვნას უძღვნის. მაყურებელს კი სრულიად განსხვავებულ და იუმორით დატვირთულ დადგმას უანონსებს.

გუშინდელნის“ პრემიერა თავისუფალ თეატრში 9 და 10 მაისს გაიმართება.