დღეიდან პირველი არხი მერაბ ნინიძის მონაწილებით, ყველაზე რეიტინგულ სერიალს, – „ბერლინის განყოფილება“, – წარმოგიდგენთ.
მერაბ ნინიძე სერიალის პირველივე სეზონში გამოჩნდება. სერიალში მოქმედება ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს ბერლინის განყოფილებაში ვითარდება. დენიელ მილერი განყოფილებაში საიდუმლო მისიით ჩადის, რათა გამოავლინოს პირი, ვისგანაც ინფორმაციამ გაჟონა. ბერლინის ოფისში მიზნის მისაღწევად ხშირად არაორდინალური მეთოდებით მოქმედებენ.
მერაბ ნინიძის გარდა სერიალში მონაწილეობენ ცნობილი მსახიობები ეშლი ჯადი, მინა ტანდერი და რის ივანსი.
დღეიდან, პირველი არხი სერიალის პირველ სეზონს შემოგთავაზებთ. მესამე, საფინალო სეზონზე კვირაში ერთხელ პირველ არხზე საპრემიერო ჩვენება გაიმართება. სერიალი 2016 წელს გამოვიდა და გადაღებები ამ დრომდე მიმდინარეობს.