მოზარდ მაყურებელთა თეატრში ექსპერიმენტისთვის ემზადებიან.
დავით კლდიაშვილის პიესის მიხედვით შექმნილ სპექტაკლს მაყურებელი სცენის ნაცვლად თეატრის შესასვლელში ნახავს. სხვა კუთხით, აქცენტებით და ფორმებით იქნება გადმოცემული პიესის შინაარსი. შესაბამისად, სპექტაკლი „უბედურება“ ცნობილი მწერლის ნამუშევრის სრულიად ახალი საინტერესო ვერსიაა.
ამჯერად რეჟისორი შეეცადა პიესა თანამედროვეობისთვის მოერგო. სპექტაკლში გმირების ყოველდღიური ცხოვრებაა ნაჩვენები, სადაც მათი მთავარი ამოცანა სიყვარულის პოვნაა.
„უბედურების“ ახალი ვერსიის პრემიერა მოზარდ მაყურებელთა თეატრში 14 მაისს გაიმართება.