მოძრაობის თეატრის სცენაზე თანამედროვე ქორეოგრაფიული დადგმა იქნება წარმოდგენილი.
რეჟისორი ლაშა რობაქიძე შექსპირის სონეტებს საკუთარ სპექტაკლში ქორეოგრაფიით აცოცხლებს და ცდილობს, სონეტებში ასახული ემოციები მაყურებლამდე სხეულის ენით მიიტანოს.
რეჟისორის სადებიუტო სპექტაკლის პრემიერა 2 და 3 ივლისს გაიმართება. შექსპირის სონეტების ჩვენებების შემდეგ, მოძრაობის თეატრი მაყურებელს ახალ სეზონამდე დაემშვიდობება.