პრემიერა მარჯანიშვილის თეატრში

შეხვედრა მაყურებელთან ერთწლიანი პაუზის შემდეგ. მარჯანიშვილის თეატრში სეზონის გასახსნელად და პრემიერისთვის ემზადებიან. წარმოდგენილი იქნება ფიოდორ დოსტოევსკის რომანის, „დანაშაული და სასჯელის“ მიხედვით შექმნილი ინსცენირებული დადგმა.

ძალადობის თემაზე შექმნილი ტრილოგიის პირველი ნაწილის, „კრეიცერის სონატას“ პრემიერა 2020 წლის თებერვალში გაიმართა. მეორე ნაწილის პრემიერა კი 3, 4, 10 და 11 აპრილსაა დაგეგმილი.

კომენდანტის საათის გამო დადგმები 16:00 საათიდან იქნება წარმოდგენილი.