ახალგაზრდა ქართველი რეჟისორის საერთაშორისო აღიარება. დავით გურგულია კარლოვი ვარის კინოფესტივალზე პრესტიჟულმა კინოპროგრამამ European film promotion-მა 10 ყველაზე პერსპექტიულ რეჟისორს შორის დაასახელა. გურგულიას წარმატება ბოლო ნამუშევარმა, – სახელწოდებით „დიალექტი“, – მოუტანა.
მითოლოგიურ მოტივებზე შექმნილ მოკლემეტრაჟიან ფილმს პრესტიჟულ ჩეხურ კინოფესტივალზე ივლისის დასაწყისში აჩვენებენ.
წლევანდელი პროგრამის მიზანი ახალგაზრდა ტალანტების აღმოჩენა და ევროპულ ბაზარზე წარდგენაა.