ირაკლი ღარიბაშვილი პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ბრუნდება.
მთავრობის ახალი მეთაურის კანდიდატურა „ქართული ოცნების“ პოლიტ-საბჭოს ირაკლი კობახიძემ წარუდგინა. პოლიტ-საბჭოს დადებითი გადაწყვეტილების შემდეგ კანდიდატურა საპარლამენტო უმრავლესობას გააცნეს. ირაკლი ღარიბაშვილი აცხადებს, რომ ნდობის გამოცხადების შემთხვევაში ქვეყანაში სწრაფად აღადგენს წესრიგს.