პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანს სადილზე უმასპინძლა

უნგრეთის პრემიერ-მინისტრი საქართველოშია – ვიქტორ ორბანს ოფიციალურ სადილზე ირაკლი ღარიბაშვილმა უმასპინძლა. მხარეებმა საქართველოსა და უნგრეთს შორის მეგობრული და პარტნიორული ურთიერთობები არაფორმალურ გარემოში განიხილეს. უნგრეთის პრემიერ-მინისტრი საქართველოს, სამთავრობო დელეგაციასთან ერთად, გუშინ ესტუმრა.

მოამბე