პრემიერ-მინისტრმა დიდუბის საარჩევნო ოლქის N 44-ე უბანზე საკუთარი არჩევანი დააფიქსირა
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ დიდუბის საარჩევნო ოლქის N44 საარჩევნო უბანზე საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობა მიიღო. მან ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ხმა ქართულ ტრადიციებს და ევროპულ არჩევანს მისცა.
„ჩავატარებთ თავისუფალ, გამჭვირვალე და დემოკრატიულ არჩევნებს. მე მივეცი ხმა საქართველოს განვითარებას, ხმა მივეცი ქართულ ტრადიციებს და ჩვენს ევროპულ არჩევანს, განვითარების იმ გზას, რომელიც ჯერ კიდევ ასი წლის წინ აირჩია პირველმა რესპუბლიკამ“, – განუცხადა მამუკა ბახტაძემ ჟურნალისტებს.
საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარეობს.