პრემიერ-მინისტრისა და მთავრობის დამტკიცება

პარლამენტში მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების პროცესი მიმდინარეობს. სხდომაზე პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებმა შეკითხვები დასვეს, რასაც პრემიერობის კანდიდატი ირაკლი კობახიძე შესვენების შემდეგ, სხდომის განახლებისას უპასუხებს. მანამდე კი პრემიერობის კანდიდატმა სამთავრობო გეგმა წარადგინა, რომელიც მისი განმარტებით, 10 თვეზეა გათვლილი, არჩევნების შემდეგ კი ახალ 4-წლიან გეგმას წარადგენს, რომელშიც ახალ პრიორიტეტები იქნება გათვალისწინებული.