ქართული დელეგაცია პრემიერის ხელმძღვანელობით უნგრეთშია.
ხვალ ირაკლი ღარიბაშვილი კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების კონფერენციის მონაწილეებს სიტყვით მიმართავს. კონფერენციაში ამერიკელი პოლიტიკოსები, ასევე ევროპის სხვადასხვა ქვეყნის ლიდერები მონაწილეობენ. დისკუსიის თემა კონსერვატიული მიდგომებია. დაგეგმილია ორმხრივი მაღალი დონის შეხვედრებიც. ევროპაში არსებული ენერგოკრიზისის ფონზე, ბუნებრივია განხილვის თემა იქნება ის მასშტაბური პროექტი, რომელიც აზერბაიჯანიდან საქართველოს გავლით ელექტროენერგიის ევროპისთვის მიწოდებას გულისხმობს და რომელშიც უნგრეთიც მონაწილეობს.