ერთი საათის წინ დასრულდა შეხვედრა საქართველოსა და უკრაინის პრემიერ-მინისტრებს შორის. ირაკლი ღარიბაშვილის ოფიციალური ვიზიტის მეორე დღე უკრაინაში სწორედ დენის შმიგალთან მოლაპარაკებებით დაიწყო. მოგვიანებით მხარეებმა ერთობლივი განცხადებები გააკეთეს.
რუსული აგრესია, დეოკუპაცია და ორი ქვეყნის ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაცია – განხილვის მთავარი თემები იყო. დღესვე ირაკლი ღარიბაშვილს კიდევ რამდენიმე მაღალი დონის შეხვედრა აქვს დაგეგმილი.
საქართველოს მთავრობის მეთაურის ვიზიტს უკრაინაში თამარ წიკლაური აშუქებს.