საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია, ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით უკრაინაში გაემგზავრა. დაგეგმილია შეხვედრა უკრაინის პრეზიდენტთან, პრემიერ-მინისტრთან და უმაღლესი რადას თავმჯდომარესთან.
ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, გიორგი გახარია მონაწილეობას მიიღებს სუამის სამიტში, რომელსაც კიევი მასპინძლობს.
სუამის წევრი სახელმწიფოების მთავრობათა მეთაურების პლენარული სხდომის შემდეგ, დაგეგმილია ლიდერების ერთობლივი განცხადებები.