პრემიერ-მინისტრის ვიზიტი ხორვატიაში

კანდიდატის სტატუსზე გადაწყვეტილების მოახლოებასთან ერთად, ევროპელ ლიდერებთან კომუნიკაცია უფრო ინტენსიური ხდება.

საქართველოს პრემიერი ხორვატიაში პირველი ოფიციალური ვიზიტით იმყოფება. დღის წესრიგში მთავარი თემა ქვეყნის ევროპული პერსპექტივაა. ხორვატია, რომელიც ევროკავშირის წევრი 10 წლის წინ გახდა, საქართველოსგან ევროკომისიის 12 პუნქტის შესრულებას ელოდება და ქვეყანას ევროინტეგრაციის გზაზე მხარდაჭერას ჰპირდება – ასეთია გზავნილი ხორვატიის პრემიერისგან, რომელმაც ქართველი კოლეგა მიიღო. თავის მხრივ ირაკლი ღარიბაშვილმა ამჯერად ზაგრებიდან დააფიქსირა, რომ დეკემბერში საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსზე სამართლიან პოლიტიკურ გადაწყვეტილებას ელის. ორი ქვეყნის ურთიერთობაში 24 ივლისი ისტორიული დღეა – ზაგრებში საქართველოს საელჩო გაიხსნა. ორი ქვეყნის ლიდერები ეკონომიკური კავშირების გაძლიერებაზეც შეთანხმდნენ. დღევანდელი შეხვედრების შემდეგ მხარეები საქართველო-ხორვატიას შორის ურთიერთობის ახალ დონეზე გადასვლას აანონსებენ.

„მოამბე“ ხორვატიაშია, – სალომე ქოქიაშვილი აშუქებს ქართული დელეგაციის ვიზიტს ზაგრებში.