გრძელდება იორდანიაში საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტი. ცოტა ხნის წინ, საქართველოს დელეგაციამ ის ადგილი მოინახულა, სადაც მალე ქართული კულტურის ცენტრი აშენდება. 4 ათასი კვადრატული მეტრის ფართობის მიწა იორდანიაში დღეს ოფიციალურად გადაეცა საქართველოს. ცერემონიას პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დაესწრო. გაიმართა ოფიციალური შეხვედრებიც.
თამარ წიკლაური იორდანიიდან.